სატელეფონო ცენტრის ოპერატორი/სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სატელეფონო ცენტრის ოპერატორი/სტაჟირება
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 28 ნოე / ბოლო ვადა: 12 დეკ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს სტაჟირებას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის ვაკანსიაზე თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
მინიშნება: სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა სტაჟირების შემდგომ კანდიდატები განიხილებიან ანაზღაურებად ვაკანსიაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** შემოსული და გასული ზარების პროგრამული აღრიცხვა;
** შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** ზოგადი კონსულტაციების გაწევა მომსახურებისა და პირობების შესახებ;
** შემოსული ზარების გადამისამართება;
** საჭიროებისამებრ გამავალი ზარების განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია სამედიცინო განათლება;
** სასურველია სატელეფონო ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გამართული მეტყველება;
** კლიენტებსა და მომსახურებაზე ორიენტაცია;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესული და კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 დეკემბერი, 2017.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/satelefono-centris-operatori-stajireba.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე