ლოგისტიკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოგისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი
გამოქვეყნდა: 28 ნოე / განახლდა: 28 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
თანდართული ფაილი: 159682-heidelbergcc-app-form.zip
"ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი" მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

2006 წლის ბოლოს "ჰაიდელბერგცემენტმა" განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). "ჰაიდელბერგცემენტ საქართველო" "ჰაიდელბერგცემენტის" საერთაშორისო ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 4 ცემენტის და 12 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე, ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი", "ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის" წევრი კომპანია ბეტონის წარმოების დარგში, აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება სატელეფონო ზარების საშუალებით და ონლაინ სისტემაში შეყვანა
** მიღებული შეკვეთების განაწილება ბეტონის ქარხნების მიხედვით
** პროდუქციის მიწოდებისთვის საჭირო რაოდენობის ბეტონშემრევებისა და ბეტონოტუმბოების განაწილება ქარხნებისა და სამშენებლო ობიექტების მიხედვით
** ყოველდღიური შეკვეთების შესრულების კონტროლი
** ლოგისტიკის ჯგუფის დახმარება მიმდინარე დავალებების შესრულებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ლოგისტიკის ან ტრანსპორტის მენეჯმენტის მიმართულებით
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ქოლ ცენტრი, ლოგისტიკა, დისტრიბუცია)
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასაუბრო დონეზე)
** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში (შეკვეთების სიმრავლე, შეზღუდული ვადები) მუშაობის უნარი.
** სიახლეების (ახალი ტექნოლოგიები, ტერმინები) ადვილად ათვისების უნარი.
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება ჩვენი ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეავსეთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნეთ მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge არაუგვიანეს 2017 წლის 15 დეკემბრისა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე