ბეტონის ქარხნის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბეტონის ქარხნის ოპერატორი
მომწოდებელი: ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი
გამოქვეყნდა: 28 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
თანდართული ფაილი: 159679-heidelbergcc-app-form.zip
"ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი" მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

2006 წლის ბოლოს "ჰაიდელბერგცემენტმა" განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). "ჰაიდელბერგცემენტ საქართველო" "ჰაიდელბერგცემენტის" საერთაშორისო ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 4 ცემენტის და 12 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე, ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი", "ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის" წევრი კომპანია ბეტონის წარმოების დარგში, აცხადებს ვაკანსიას ბეტონის ქარხნის ოპერატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბეტონის ქარხნის საოპერაციო სისტემის მართვა
** ქარხანაში მიმდინარე საქმიანობების ზედამხედველობა და კონტროლი
** მუშებისა და მძღოლების მუშაობის კონტროლი
** ქვიშის, ხრეშისა და ცემენტის მარაგის მუდმივი კონტროლი
** წყლისა და სხვა დანამატების დონის კონტროლი ქარხნის რეზერვუარში
** ბეტონის მიწოდების პროცესის დისპეტჩერიზაცია
** თვის ბოლოს ინვენტარიზაციისთვის რეპორტის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ორ-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში, სასურველია იგივე პოზიციაზე
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
** მოქმედი მართვის მოწმობა
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ქონა.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება ჩვენი ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეავსეთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნეთ მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge არაუგვიანეს 2017 წლის 15 დეკემბრისა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე