პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ტრიბა
გამოქვეყნდა: 28 ნოე / ბოლო ვადა: 28 დეკ
პრობლემური აქტივების მართვის კომპანია შპს "ტრიბა", რომელიც წარმოდგენილია 7 ფილიალით თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, 2009 წლიდან მოყოლებული წარმატებით მოღვაწეობს, პრობლემური აქტივების მართვის სფეროში. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი.

შპს "ტრიბა" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე, თბილისში.

მოვალეობები:

** პორტფელში არსებულ კლიენტებზე ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების გზების ძიება;
** ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა;
** პორტფელის სისტემატური მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** აქტიურ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ გამოცდილება შემდეგ სფეროებში: გაყიდვები, ქოლ-ცენტრი, საბანკო, იურიდიული.

სამუშაო საათები:

** ორშაბათი - პარასკევი სრული სამუშაო განაკვეთი;
** შაბათი - ნახევარი სამუშაო განაკვეთი.

ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე: hr@triba.ge ასევე მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და რეგიონი სადაც გინდათ, რომ განიხილებოდეს თქვენი კანდიდატურა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე