სანიტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სანიტარი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 28 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
კლინიკა "მედი" წარმოადგენს საერთაშორისო ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელს. იგი საქართველოს გარდა ფუნქციონირებს რუსეთსა და ჩეხეთში. საქართველოს მიმართულებით ფლობს 21 კლინიკას, აქედან რეგიონში 9 კლინიკითაა წრმოდგენილი. კლინიკა "მედის" მომსახურეობათა სპექტრში შედის: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.

კლინიკა "მედი" კოსტავას ფილიალში აცხადებს მიღებას სანიტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო ადგილზე ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;
** თანამშრომელთა სამუშაო ადგილის და სველი წერტილის დალაგება-დასუფთავება
** ქიმიური საშუალებების გამოყენების წესების ცოდნა.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge 2017 წლის 15 დეკემბრამდე. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება; წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

შენიშვნა:

წინამდებარე ვაკანსიაზე პირის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემის დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება, მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილიების მქონე პირის მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 კვირის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე