შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: Adjara Group Hospitality
გამოქვეყნდა: 27 ნოე / ბოლო ვადა: 27 დეკ
"Adjara Group Hospitality" საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის უმსხვილესი და უსწრაფესი ტემპით მზარდი ჰოლდინგი-კომპანიაა. კომპანიას მოწინავე პოზიცია უჭირავს როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით.

"Adjara Group Hospitality" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე.

განყოფილება: სამშენებლო
მოახსენებს: მშენებლობის უფროსს/ოპერაციულ მენეჯერს

სამუშაოს მიზანი: სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დანერგვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული საუბარი ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა,
** მოწესრიგებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი ორგანიზაციული უნარი;
** ყურადღებიანობა დეტალების მიმართ.

ძირითადი მოვალეობები:

** იზრუნოს არსებული რისკების თავიდან აცილებაზე;
** შეაფასოს ის რისკები და საფრთხეები, რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია;
** იზრუნოს საფრთხის შემცველი ფაქტორების აღმოფხვრასა და შემცირებაზე;
** შესაძლებლობის ფარგლებში, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ჩაანაცვლოს საფრთხის შემცველი ფაქტორი უსაფრთხო ან ნაკლებად საშიში ფაქტორით;
** შეიმუშაოს პრევენციის თანმიმდევრული ღონისძიებების პოლიტიკა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს სამშენებლო გარემოს და შრომის პროცესის თავისებურებებს;
** ჩაუტაროს დასაქმებულებს შესაბამისი ინსტრუქტაჟი;
** გამოავლინოს და აღრიცხოს სამშენებლო ობიექტზე არსებული მაღალი რისკის შემცველი უბნები;
** უზრუნველყოს სამშენებლო ობიექტი შესაბამისი კოლექტიური დამცავი საშუალებებით;
** უზრუნველყოს დასაქმებულების წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმება;
** არ დაუშვას სამუშაოზე დასაქმებულები ან/და სხვა პირები, რომლებიც იმყოფებიან ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ და ამ მიზნით შიდა რეგულაციებით განსაზღვროს დასაქმებულების ან/და სხვა პირთა ჯგუფი, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან, ზედამხედველობა გაუწიონ აღნიშნულ პროცესს.
** უზრუნველყოს, რომ დასაქმებულთა სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური საფრთხის შემცველი ფაქტორების გამო;
** აღრიცხოს მშენებლობაზე მყოფი თანამშრომლები;
** გააკონტროლოს თანამშრომლების სამუშაო ობიექტზე დასწრება;
** პერიოდულად შეამოწმოს ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა;
** საგანგებო სიტუაციებისა და საევაკუაციო ღონისძიებების ცოდნა და მათი პრაქტიკული განხორციელება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2017 წლის 27 დეკემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე