სამედიცინო წარმომადგენელი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი - კახეთი
მომწოდებელი: სოფარმა
გამოქვეყნდა: 27 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
ს.ს. "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე კახეთის რეგიონში (1 ვაკანსია).

სამუშაოს აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან
** კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა ექიმებთან
** ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი
** სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება
** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა აუცილებელია.

უნარები და შესაძლებლობები:

** ათვისებისა და განვითარების უნარი
** შრომისმოყვარეობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა
** სასურველია ავტომანქანის მართვის მოწმობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tkacharava@sopharma.ge 2017 წლის 15 დეკემბრამდე.

გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე