სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ტელე-რადიო კომპანია Smartnet
გამოქვეყნდა: 27 ნოე / განახლდა: 1 დეკ / ბოლო ვადა: 27 დეკ
შემეცნებითი-გასართობი, განმანათლებელი თანამედროვე სოციალური ქსელების და ტექნოლოგიების ტელე-რადიო კომპანია "Smartnet" იწყებს მაუწყებლობას 2018 წელს.

ტელე-რადიო კომპანია "Smartnet" აცხადებს ვაკანსიებს:

1. გადაცემის დირექტორი

ფუნქცია-მოვალეობები:

** გადაცემის სცენარის, ტექსტის, ბიუჯეტის და სამოქმედო გეგმის შედგენა
** შემოქმედებითი ჯგუფის და სამუშაო პროცესის ხელმძღვანელობა
** გადაცემის სპონსორის, გრანტის, რეკლამის და დაფინანსების სხვა წყაროების მოძიებაზე ზრუნვა და მართვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მედია, თეატრალური, ჰუმანიტარული ან ფსიქოლოგიის მიმართულებით
** სასურველია ერკვეოდეს ტექნიკაში
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** ლიდერული თვისებები, პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა.
** ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

2. გადაცემის წამყვანი

ფუნქცია-მოვალეობები:

** გადაცემის დირექტორის მოთხოვნების შესრულება
** გადაცემის წაყვანა
** გადაცემის მომზადებაში მონაწილეობის მიღება

მოთხოვნები:

** სასიამოვნო გარეგნობა, გამართული მეტყველება, მანერები, არტისტიზმი
** უმაღლესი განათლება, სასურველია მედია, თეატრალური, ჰუმანიტარული ან ფსიქოლოგიის მიმართულებით
** ასევე სასურველია ერკვეოდეს ტექნიკაში.
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა.
** ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

3. ვიჯეი (ვიდეო დიჯეი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პასუხისმგებელია ვიდეოეთერზე თავისი ცვლის განმავლობაში
** მართავს საეთერო პროგრამებს, ტექნიკას
** უნდა შეეძლოს ტექნიკურ და სხვა პრობლემებზე დაუყოვნებლივ რეაგირება და აღმოფხვრა
** ეთერში უშვებს ვიდეოკლიპებს შესაბამისი გამოცხადებით, კომენტარებით, აწყობს კონკურსებს, აკეთებს განცხადებებს, კონტაქტობს მაყურებელთან და ა.შ. ანუ მიჰყავს ეთერი რეალურ დროში საინტერესოდ და სახალისოდ.

მოთხოვნები:

** სასიამოვნო გარეგნობა, გამართული მეტყველება, მანერები, არტისტიზმი
** უმაღლესი განათლება, სასურველია მედია, თეატრალური, ჰუმანიტარული ან ფსიქოლოგიის მიმართულებით
** აუცილებელია ერკვეოდეს ტექნიკაში
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა
** რადიო ან ტელე წამყვანად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

4. ვიდეო ოპერატორი-მემონტაჟე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ვიდეოგადაღება სტუდიაში და სტუდიის გარეთ
** გადაღებული მასალის მონტაჟი და საეთეროდ მომზადება

მოთხოვნები:

** ვიდეოგადაღების პროცესის პროფესიონალური ცოდნა, ხმა, განათება და ა.შ.
** ვიდეოსამონტაჟო პროგრამების პროფესიონალური ცოდნა: მაგ. Sony Vegas, Adobe Premier, Adobe After Effects, Adobe Photoshop
** კომპიუტერული ანიმაციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალობა.

5. საავტორო გადაცემის წამყვანი

** იგივეა რაც გადაცემის წამყვანი, მაგრამ აქტიურად მონაწილეობს გადაცემის სცენარის და ტექსტის მომზადებაში
** კარგად უნდა ერკვეოდეს იმ საკითხში, რა თემაზეც მიყავს გადაცემა.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და რეზიუმე მხოლოდ ქართულ ენაზე, ხოლო წამყვანებმა და ვიჯეებმა ასევე აუცილებლად თქვენი რამდენიმე ფოტოსურათი შემდეგ მისამართზე: info@smarthome.ge და გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს.

თანამშრომლობაში დაინტერესებულ ყველა პირს და ორგანიზაციას გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 596 680909.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე