1C ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: 1C ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სმაილი
გამოქვეყნდა: 27 ნოე / ბოლო ვადა: 27 დეკ
კომპანია "SMILEY" საქართველოს ბაზარზეა 1995 წლიდან. კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე და მსოფლიო ბრენდების ფართო არჩევანი.

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "SMILEY", აცხადებს ვაკანსიას 1C ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00; შაბათი 11:00-15:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** 1C საწარმო და 1C საბუღალტრო (8,2 ვერსია) პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** 1C ბაზაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (ჩაითვლება უპირატესობად);

ძირითადი ფუნქციები:

** 1C გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა როგორც ოფისში, ასევე ქსელის მასშტაბით;
** 1C პროგრამაში ახალი ფუნქციონალური მოდულების დამატება;
** 1C სერვერების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკურ პრობლემებზე რეაგირება/კონტროლი;
** გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ, დადგენილი განკარგულებების შესრულება და მონიტორინგი;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@geosmiley.ge და ვაკანსიის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე