შიდა აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შიდა აუდიტორი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 27 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თორმეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4100-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

სს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჰოლდინგის სტრუქტურული ქვედანაყოფების აუდიტორული შემოწმება ISA და IFRS სტანდარტების შესაბამისად;
** აუდიტორული დასკვნის მომზადება;
** რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;
** რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება და ანალიზი;
** აქტივების ადეკვატური დაცულობის, ხარჯვისა და მართვის, ასევე რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და განთავსების ანალიზი და მუდმივი მონიტორინგი;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების და პროცედურების შესრულების მონიტორინგი;
** სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული ბიზნეს წინადადებების, გეგმების, პროგრამებისა და ფინანსური მიზნების მიღწევა-გაუმჯობესებისათვის საჭირო ცვლილებების ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება და მათი დანერგვის შემთხვევაში შესაბამისი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** IFRS და ISA სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა.
** ფინანსურ აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ს.ს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 15 დეკემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე