ელექტრო-მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ელექტრო-მექანიკოსი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 27 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თორმეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4100-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

კომპანია სს "ნიკორა" ს შვილობილი კომპანია შპს " ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარების შემოწმება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დანადგარების შიდა ელექტროგაყვანილობების შემოწმება;
** დანადგარის გაუმართაობის შემთხვევაში დიაგნოსტიკა და კომპეტენციის ფარგლებში პრობლების აღმოფხვრის უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება (ელექტრო-მექანიკოსის კვალიფიკაციით);
** ტექნიკურ დანადგარებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ელექტროსქემებისა და ნახაზების წაკითხვის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და მობრძანდეთ ტესტირებაზე. სააპლიკაციო ფორმის შესავსებად და ტესტირებაზე ჩასაწერად მიყევით ბმულს რეგისტრაცია.

შერჩევა ჩატარდება 3 ეტაპად:

1. ტესტირება
2. გასაუბრება HR დეპარტამენტში
3. გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან

ტესტირება გასაუბრების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 დეკემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე