დიზაინერი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დიზაინერი - მარნეული
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 27 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.
"გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი "გორგია" და "გორგია პრემიუმი".

ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე, მარნეულში.

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შერჩევისას
** დიზაინის აწყობა შერჩეული პროდუქციის მიხედვით.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია დიზაინის, არქიტექტურის მიმართულებით)
** სასურველია დიზაინის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება
** ArchiCAD პროგრამის ცოდნა

გთხოვთ, 15 დეკემბრამდე გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hrproject4@gorgia.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე