მომხმარებელთან ურთიერთობისა და მომსახურების განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობისა და მომსახურების განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 27 ნოე / ბოლო ვადა: 11 დეკ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს მომხმარებელთან ურთიერთობისა და მომსახურების პროცესების მართვის განყოფილების უფროსის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელის მასშტაბით რეგისტრაციის და ვიზიტორებთან ურთიერთობის სამსახურების პროცედურული და ტექნიკური გამართულობის, შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცედურების/ინსტრუქციების შემუშავება, დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებულ ერთეულებში საკადრო მენეჯმენტი - კადრების შერჩევაში მონაწილეობა, სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის მონიტორინგი, შეფასება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** დაქვემდებარებულ ერთეულებში დატვირთულობის ანალიზი და თანამშრომლების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა; საჭიროების შემთხვევაში კადრების გადანაწილება და როტაცია;
** დაქვემდებარებული ერთეულებისთვის სიახლეებისა და ცვლილებების მიწოდება/მიწოდების კონტროლი;
** მომსახურების ხარისხის და კომპეტნეციის განვითარების კუთხით საჭიროებების იდენტიფიცირება და ტრენინგების დაგეგმვა/ჩატარება;
** ქსელის მასშტაბით კლინიკებში პერიოდული ვიზიტის განხორციელება მონიტორინგის მიზნით და არსებული სიტუაციის ანალიზი;
** ახალი კლინიკის გახსნასთან/რემონტთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება/მართვა:
** მომხმარებლის მიერ უკუკავშირის არხებით დაფიქსირებული საკითხების/პრეტენზიების მოკვლევა, მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების იდენტიფიცირება, საჭიროებისამებრ პროცესში ცვლილებების შეტანა;
** სფეროში არსებული სიახლეების, ტრენდების მეთვალყურეობა და ქსელის მასშტაბით მათი დანერგვის უზრუნველყოფა;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება ბიზნეს მოთხოვნების შესაბამისად;
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ხარჯის დაბიუჯეტება;
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია ქსელურ კომპანიაში)
** მომსახურების სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** აკადემიური წერის უნარ-ჩვევები და პროცედურებზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (ინგლისურ ენაზე კორესპეონდენციის წარმოების უნარი)

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** სიტუაციაში მოქნილად მოქმედების უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** ინიციატიურობა;
** ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** მიზანმიმართულობა;
** დამოუკიდებლად მოქმედების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 დეკემბერი, 2017

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/momxmarebeltan-urtiertobisa-da-momsaxurebis-procesebis-martvis-ganyofilebis-ufrosi-tbilisi.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე