გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ჯეოსტარი
გამოქვეყნდა: 26 ნოე / ბოლო ვადა: 26 დეკ
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას საკვანძო ობიექტების გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** დასახული გაყიდვების გეგმის შესრულება;
** პროდუქტის პრეზენტაცია, პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პროდუქტების შეთავაზება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება და კონტროლი;
** გადახდის და პროდუქციის მიწოდების მეთოდების განსაზღვრა დამკვეთთან შეთანხმებით;
** შეკვეთის მიღება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** აქციების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** ფასებისა და ფასდაკლებების ყოველდღიური კონტროლი;
** სასაქონლო მარაგების ანალიზი და ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი;
** ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია ფლობდეს საკუთარ ავტომობილს;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ლოგიკური აზროვნება და ლოგიკურად მსჯელობის უნარი;
** გამართული საუბრის მანერა;
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მეილზე: office-manager@geostar.ge აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე