საწყობის მენეჯერი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის მენეჯერი - გორი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 25 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიცია ქ.გორში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა, დასაწყობება და აღრიცხვის (დანაკლისების და მეტობის აღრიცხვა) შედეგების მიწოდება მარაგების დეპარტამენტისთვის;
** მომხმარებლისთვის გამოწერილი ინვოისის საფუძველზე მათზე პროდუქციის გაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ფილიალებიდან და საწყობიდან პროდუქციის გამოწერა ან/და გადაწერა; აღნიშნული პროდუქციის პროგრამა SAP-ERP-ში ასახვა;
** კომპანიის ფუნქციონერებისთვის საჭირო პროდუქციის გაცემა, ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** დანაკლისი და ზედმეტი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება მარაგების ჯგუფისთვის;
** ყოველ ორ თვეში ერთხელ საწყობში არსებული პროდუქციის აღრიცხვა და აღრიცხული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გაგზავნა მარაგების დეპარტამენტისთვის;
** საწყობის ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანცელარიო და სამეურნეო პროდუქციის გამოწერა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე სამუშაოს განაწილება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ სამუშაო სტანდარტების დაცვისა და სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, (სასურველია რუსული/ინგლისური ენების ცოდნა);
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის და მცირე გუნდის მართვის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** გუნდურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ლოგიკური აზროვნება;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი.

კომპიუტერული პროგრამებისა და ოპერაციული სისტემების კომპეტენცია:

** Microsoft Office Excel კარგი
** Microsoft Office Word საშუალოდ
** Microsoft Office Outlook საშუალოდ

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ CV მისამართზე: recruitment@tegetamotors.ge მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე