კონსულტანტი, კონსულტანტის დამხმარე კადრი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი, კონსულტანტის დამხმარე კადრი
მომწოდებელი: ჭიტა
გამოქვეყნდა: 25 ნოე / ბოლო ვადა: 25 დეკ
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

კომპანია "ჭი-ტა"-ს ესაჭიროება კონსულტანტი გოგო/ბიჭი

სამუშაო ადგილი: თბილისი

მოვალეობები:

** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისთვის სასურველ პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა.
** პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა.
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.
სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე hr@chita.ge

კომპანია "ჭი-ტა"-ს საახალწლოდ ესაჭიროება კონსულტანტების დამხმარე კადრები.

მოვალეობები:

** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისთვის სასურველ პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა.
** პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;

გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: vacancy@chita.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე