მოლარე - ოზურგეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე - ოზურგეთი
მომწოდებელი: ლაზიკა კაპიტალი
გამოქვეყნდა: 24 ნოე / ბოლო ვადა: 24 დეკ
"ლაზიკა კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მოლარეს თანამდებობაზე ოზურგეთში.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 2 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე;

ძირითადი მოვალეობები:

** აწარმოებს ფულადი შეტანების მიღებას ორგანიზაციის კლიენტებისაგან
** აწარმოებს სასესხო თანხების გაცემას ორგანიზაციის მსესხებლებზე
** ახორციელებს ფულადი გადარიცხვების მიღებას
** პასუხისმგებელია ფულადი გასავლების და შენატანების პროგრამულ ავტორიზაციაზე
** პასუხისმგებელია საინკასაციო თანხების ზუსტ აღრიცხვაზე
** ახორციელებს საინკასაციო თანხების უსაფრთხოდ მიღებასა და ჩაბარებას
** პასუხისმგებელია ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმებაზე
** ყველა ოპერაციას აღრიცხავს დროულად, ზუსტად მოქმედი შიდა პროცედურების შესაბამისად
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ითვლის სალაროში არსებულ ფულს და ადარებს მას პროგრამულ მაჩვენებლებთან
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებს უწევს კონსულტაციას და აძლევს განმარტებებს, ასევე ხელს უწყობს ორგანიზაციის პროდუქტებისა და სერვისების რეალიზაციას
** კლიენტების მომსახურებისას არის თავაზიანი და კომუნიკაბელური.

მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ანკეტა, ანუ ე.წ. "სივი" ქართულ ენაზე, ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: job@lazikacapital.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:

(571)000 009— ანი გუგუნავა; დასავლეთ საქართველოს რეგიონული ოფისი ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე