აზერბაიჯანულენოვანი ვებ გვერდის ადმინისტრატორი/კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აზერბაიჯანულენოვანი ვებ გვერდის ადმინისტრატორი/კონსულტანტი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 24 ნოე / ბოლო ვადა: 23 დეკ
თანდართული ფაილი: 159367-amboli-app-form.zip
"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტომობილის ფარების, ალუმინის დისკებისა და აქსესუარების ბაზარზე ლიდერ კომპანიად. დიდი არჩევანი, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი ფასები და პროდუქტისა და მომსახურების მაღალი ხარისხი ის პრიორიტეტებია, რომელთა გაუმჯობესებაზე კომპანია მუდმივად ზრუნავს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge | https://www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას აზერბაიჯანულენოვანი ვებ გვერდის ადმინისტრატორი/კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული და აზერბაიჯანული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** მოსმენა, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გადმოცემა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა, უაღრესად დისციპლინირებულობა;
** შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
** კეთილგანწყობა კლიენტისა და მისი პრობლემის მიმართ;
** სიახლეების ადვილად ათვისება;
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობა;
** გაწონასწორებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ვებ გვერდისა და ფეისბუქ გვერდის მართვა;
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
** სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვების განხორციელება;
** მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე. დასვენების დღის შერჩევა სურვილისამებრ, მოქნილად;
** ანაზღაურება: 700-800 ლარი;
** დაზღვევა;
** დაწინაურების პერსპექტივა;
** კომფორტული სამუშაო გარემო.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 23 დეკემბერი, 2017 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@motorstar.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ყურადღება! განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე