გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 23 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ჰიპერმარკეტებში ("გორგია"/"დომინო").

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებისთვის პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა და კონსულტაციის გაწევა;
** შეკვეთის მიღება და მონიტორინგი;
** კომპანიის ბრენდების "ცხელ ზონებში" განთავსება;
** მერჩენდაიზინგის სტანდარტების სრული დაცვა;
** ადგილზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ინფორმაციის მოწოდება;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების მონიტორინგი;
** პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის მიზნით მომხმარებლების ბაზის შედგენა და მათთან გრძელვადიანი კომერციული ურთიერთობების დამყარება;
** ადგილზე არსებული კონკურენტული გარემოს შესწავლა - შეფასება და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მომზადება დეფიციტური პროდუქტების, მოთხოვნადი პროდუქტების, კონკურენტი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქტების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ეკონომიკური განხრით);
** სამშენებლო და ტექნიკის სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სხარტი აზროვნება;
** მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: recruitment@tegetamotors.ge 2017 წლის 15 დეკემბრამდე.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე