პირადი ექიმი/კონსულტანტი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პირადი ექიმი/კონსულტანტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 23 ნოე / ბოლო ვადა: 23 დეკ
სს "რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პირადი ექიმის / კონსულტანტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ამბროლაური, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, ტყიბული, გარდაბანი.
სამუშაო განაკვეთი: სრული;

მოვალეობები:

** დაზღვეულის პერსონალური, პირველადი მრავალპროფილური და უწყვეტი სამედიცინო მეთვალყურეობა;
** პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა;
** საერთაშორისო გაიდლაინების და შიდა პროტოკოლების ზედმიწევნით ცოდნა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** პაციენტის პირველადი ჯანდაცვის დონეზე მართვის უზრუნველყოფა.

სამუშაო მოთხოვნები:

** განათლება / სამუშაო გამოცდილება
** უმაღლესი სამედიცინო განათლება (პედიატრი/თერაპევტი);
** ოჯახის ექიმის ან თერაპევტის სახელმწიფო სერთიფიკატი;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@benefits.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის და ქალაქის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე