სამედიცინო დაზღვევის ანდერაიტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო დაზღვევის ანდერაიტერი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 23 ნოე / ბოლო ვადა: 23 დეკ
სს "რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დაზღვევის ანდერაიტერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული;

მოვალეობები:

** სამედიცინო დაზღვევის პროდუქტების ადგილობრივი და რეგიონალური ბაზრებისთვის მორგება;
** სადაზღვევო ბაზარზე არსებული მოთხოვნების გაანალიზება და შედარებითი ანალიზის გაკეთება პროდუქტების ჭრილში;
** სამედიცინო დაზღვევის პირობების მომზადება;
** სადაზღვევო პორტფელების/ ზარალების სტატისტიკური ანალიზის წარმოება;
** დაზღვევის ხელშეკრულებების გაფორმება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა სხვა საქმიანობის განხორციელება;
** ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის ანგარიშგების ფორმების მომზადება;
** შედარებითი ანალიზის გაკეთება ხარჯეფექტურობის მიზნით;
** ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალოებები;

სამუშაო მოთხოვნები

** განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; უპირატესობად ჩაითვლება დამატებით მაგისტრატურა ჯანდაცვის მენეჯმენტის დარგში;
** მსგავს სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;
** მნიშველოვანია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე და საპრეზენტაციო კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია Excel-ის სრულყოფილად ცოდნა);
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** აზროვნების სისხარტე;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** მოქნილი ცვლილებების მიმართ;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** აზრის გამართულად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** მაღალი შრომისუნარიანობა;
** არანორმირებული სამუშაო გრაფიკის პირობებში მუშაობის საშუალება და უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** ლიდერის, ორგანიზატორის, მენეჯერისათვის აუცილებელი სხვა უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებელი მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
** ბიზნესისადმი ერთგულება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@benefits.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე