სამედიცინო დაზღვევის მომსახ. მენეჯერი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო დაზღვევის მომსახ. მენეჯერი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 23 ნოე / ბოლო ვადა: 23 დეკ
სს "რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დაზღვევის მომსახურების მენეჯერის / პირადი მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ამბროლაური, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, ტყიბული, გარდაბანი.
სამუშაო განაკვეთი: სრული;

მოვალეობები:

** დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
** კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;
** სამედიცინო დაზღვევის კონტრაქტების ფარგლებში ზარალების დარეგულირება;
** ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში დაფიქსირება;
** სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
** დაზღვეულებზე საგარანტიო, მათ შორის ელექტრონული საგარანტიო მიმართვების გაცემა;
** დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ;
** ზარების გადამისამართება;
** დაზღვეულთათვის ვიზიტების დაგეგმვა;
** ტელეფონის საშუალებით დაზღვეულთათვის საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
** სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად;

სამუშაო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** სასურველია სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@benefits.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის და ქალაქის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე