სამედიცინო ზარალების ანაზღაურების სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო ზარალების ანაზღაურების სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 23 ნოე / ბოლო ვადა: 23 დეკ
სს "რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების ანაზღაურების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** სამსახურის საქმიანობის ხელმძღვანელობა, მართვა და კონტროლი;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მართვა;
** მენეჯმენტთან ერთად ყველა იმ გარე და შიდა ფაქტორების იდენტიფიკაცია, შეფასება და განხილვა, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზაციის საქმიანობასა და პროგრესზე;
** სამედიცინო დაზღვევის კონტრაქტების ფარგლებში ზარალების დარეგულირება და ანაზღაურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება;
** სამედიცინო ზარალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა;
** საგარანტიო წერილების განხილვა და გაცემა;
** ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი მენეჯმენტის ინფორმირება რეპორტის წარდგენა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგების მომზადება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამედიცინო დაზღვევის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია პრაქტიკოს ექიმად მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** აზროვნების სისხარტე;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** მოქნილი ცვლილებების მიმართ;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** აზრის გამართულად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** მაღალი შრომისუნარიანობა;
** არანორმირებული სამუშაო გრაფიკის პირობებში მუშაობის საშუალება და უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** ლიდერის, ორგანიზატორის, მენეჯერისათვის აუცილებელი სხვა უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებელი მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
** ბიზნესისადმი ერთგულება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@benefits.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე