ხილ-ბოსტნეულის მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხილ-ბოსტნეულის მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 22 ნოე / ბოლო ვადა: 22 დეკ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ხილ-ბოსტნეულის მერჩენდაიზერის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** საუკეთესო ურთიერთობა დაამყაროს იმ ობიექტების მენეჯერებთან რომელ ობიექტებთანაც უწევს თანამშრომლობა;
** იცნობდეს პროდუქტებს, მათი შენახვის ვადებს და ყველა საჭირო ინფორმაციას ხილ-ბოსტანთან დაკავშირებით;
** მუდმივად აკონტროლოს ხილ-ბოსტნის მაქსიმალურად სრული ასორტიმენტის განთავსება თაროებსა და მაცივრებში შეთანხმებულ/დამტკიცებულ ადგილებზე, პლანოგრამის და სტანდარტების დაცულობით;
** მუდმივად აკონტროლოს განთავსებული პროდუქციის ხარისხი და სისუფთავე;
** მუდმივად ფლობდეს ინფორმაციას და აკონტროლოს თაროებზე, მაცივრებში და საწყობებში ხილ-ბოსტნის ნაშთი;
** დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია კომერციულ დირექტორს დეფიციტური პროდუქტის შემთხვევაში;
** მუდმივად აკონტროლოს პროდუქტების ფასმაჩვენებლები და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს მაღაზიის მენეჯერს და მოახდინოს პრობლემის დროული აღმოფხვრა;
** ვალდებულია სწორად გაშალოს და დაალაგოს ხილ-ბოსტანი მაღაზიებში;
** მუდმივად ჩააყენოს საქმის კურსში კომერციული დეპარტამენტი, მომხმარებლის მხრიდან წამოსული პრეტენზიების შესახებ;
** მუდმივად ადევნოს თვალყური კონკურენტების საფასო პოლიტიკას, მათ აქტივობებს, აქციებს ობიექტებზე და ნებისმიერ ცვლილებაზე ინფორმაცია მიაწოდოს კომერციულ დეპარტამენტს;
** მონაწილეობა მიიღოს აქციებში და დეგუსტაციებში;
** ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზებულობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

შერჩეულო კანდიდატი უნდა ფლობდეს მსუბუქ ავტომობილს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com არა უგვიანეს 2017 წლის 22 დეკემბრისა და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ხილ-ბოსტნის მერჩენდაიზერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე