ხარისხის კონტროლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 22 ნოე / ბოლო ვადა: 20 დეკ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ხარისხის კონტროლის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** საწარმოს ფუნქციონირებისთვის საჭირო პროდუქციის მიღებისას მათი შემოწმება:
** მიკრობიოლოგიური და მიკროქიმიური ანალიზი;
** გაყინული პროდუქციის ვიზუალური და ტემპერატურული შემოწმება;
** ორგანულ-ლეპტიკური მახასიათებლების შემოწმება;
** კონსერვების ვიზუალური შემოწმება; ვადების და შეფუთვის სისუფთავის კონტროლი;
** მიღებული პროდუქციის აწონვა, რაოდენობრივი კონტროლი , საწყობის მენეჯერისთვის შენახვის პიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და დასაწყობების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებიდან მობრუნებული პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლი;
** წარმოებისას გამოყენებული პროდუქციის სისუფთავის კონტროლი;
** პროდუქციის წესების დაცვით მომზადების კონტროლი;
** დამზადებული პროდუქციის წესების დაცვის მიხედვით შენახვის კონტროლი;
** დამზადებული პროდუქციის ვადებისა და გადაგრინვის(შეფუთვის) კონტროლი;
** პერსონალიის ჰიგიენის შემოწმება;
** სამუშაო დღის ბოლოს პერსონალის მიერ სამუშაო ადგილის და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფის კონტროლი;
** პროდუქციის დამზადების ხარისხის კონტროლი;
** დამზადებული პროდუქციის სარეალზაციო სახის კონტროლი;
** დამზადებული პროდუქციის მიკრობიოლოგიური ანალიზი;
** სამრეცხაოს მუშაობის ხარისხის კონტროლი;
** სერვისის ჯგუფის მუშაობის კონტროლი;
** მაცივრების ტემპერატური კონტროლი; პრობლემების დაფიქსირების შემთხევაში სპეციალისტის გამოძახება;
** თანამშრომლების ყოველდღიური სამუშაო პროცესში წამოჭრილი პრობლემების მოგვარება;
** მაღაზიიდან შემოსული შალითების სისუფთავის კონტროლი;
** ქიმიკატების შეკვეთა;
** ნედლეულის შეკვეთების რაოდენობის კონტროლი;
** დაქვემდებარებულებისთვის შრომითი ფუნქციების გადანაწილება, დავალებების მიცემა და შესრულების პერიოდული კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (სამედიცინო; კვების ტექნოლოგი);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კოდექს ალიმენტარიუსი, ჰასპის კანონები, კანონი სურსათის უვნებლობის შესახებ და მალფუჭებადი პროდუქციის შენახვისა და გამოყენების ვადების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზებულობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com არაუგვიანეს 2017 წლის 20 დეკემბრისა და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ხარისხის კონტოლის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე