ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის განყოფ. სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის განყოფ. სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 22 ნოე / ბოლო ვადა: 24 დეკ
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტის (შტატგარეშე) თანამდებობაზე.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის განყოფილების ამოცანაა: საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ვაჭრობის სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

მოვალეობები:

** ფასიანი ქაღალდების ბაზრის საზედამხედველო სუბიექტების საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობის დადგენა;
** ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების საქმიანობაზე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელება;
** ფასიანი ქაღალდების ბაზრის საზედამხედველო სუბიექტების მიმართ დაწესებული მოთხოვნების შესრულების შემდგომი მონიტორინგი;
** ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ფინანსური ანგარიშგების ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია საფინანსო სფეროში;
** სასურველია საფინანსო სექტორში/ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
** ფასიანი ქაღალდების ბაზრის საზედამხედველო სუბიექტებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი,
** მიზანდასახულობა,
** თვითგანვითარების სურვილი,
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი,
** შეზღუდული ინფორმაციის პირობებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ხელფასი: 1350-1800 ლარი (განისაზღვრება გამოცდილებისა და განათლების მიხედვით).

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2017 წლის 24 დეკემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე