წარმოების მუშა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: წარმოების მუშა
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 21 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა,დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თორმეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4100-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

ს.ს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: წარმოების მუშა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დამუშავებული ნედლეულის პოზიციების მიხედვით წარმოების შესაბამისი უბნებიდან მიღება;
** მიღებული ნედლეულის პოზიციების მიხედვით წონების განსაზღვრა და პროგრამაში ასახვა;
** რეცეპტურის მიხედვით, ნედლეულის საბოლოო წონის განსაზღვრა, პროგრამაში დაფიქსირება და ტექნოლოგიური პროცესის დაცვით წარმოების შემდგომი ეტაპისთვის მომზადება;
** ნედლეულზე მუშაობის პროცესში რეცეპტურის მკაცრად დაცვა;
** სასწორების გამართულად მუშაობის კონტროლი;
** ტექნოლოგიური და უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითლება უპირატესობად;
** პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ფიზიკურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და მობრძანდეთ ტესტირებაზე.

შერჩევა ჩატარდება 3 ეტაპად:

1. ტესტირება
2. გასაუბრება
3. გასაუბრება უშაუალო ხელმძღვანელთან

ტესტირება გასაუბრების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 დეკემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე