ელ. პროდუქტების მართვის განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ელ. პროდუქტების მართვის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ნოვა ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 21 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
სს "ნოვა ტექნოლოჯი" 2007 წლიდან ნერგავს და ავითარებს სწრაფი გადახდების ბიზნესს ქართულ ბაზარზე. კომპანია ყოველდღიურად ემსახურება 350 000-მდე მომხმარებელს 6 500-მდე მომსახურების წერტილიდან. შემოუერთდი სწრაფად განვითარებად ბიზნესს და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად.

სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული პროდუქტების მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროდუქტების დეტალური შესწავლა და ანალიზი, განვითარების შესაძლებლობების და პრობლემების გამოვლენა;
** ბაზარზე არსებული კონკურენტების მუდმივი შესწავლა და კონტროლი;
** პროდუქტების ლოკალური, ფუნქციური და ვიზუალური გაუმჯობესება;
** პროდუქტების ხარვეზების აღმოფხვრა და პროდუქტის მუშაობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
** პროდუქტებში, ტექნოლოგიებსა და მომსახურებაში განვითარების საჭიროებებისა და იდეების გამოვლენა;
** საჭირო ცვლილებების მომგებიანობის ანალიზი, ბაზარზე შემცვლელი და მსგავსი პროდუქტების ანალიზი; დანერგვასთან/ცვლილებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და მოლოდინების იდენტიფიცირება;
** პროდუქტებში სიახლეებისა და ახალი პროდუქტების სწავლება თანამშრომლებისთვის;
** მომსახურებაში არსებული პრობლემებისა და კლიენტების უკმაყოფილებების ანალიზი;
** კომპანიის ელექტრონული პროდუქტების ფინანსური მომგებიანობის დაგეგმვა და მაქსიმიზაცია.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია ელექტრონული პროდუქტების მართვის ან/და განვითარების კუთხით
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ფინანსური ანალიზისა და დაგეგმვის გამოცდილება
** გამოცდილება ხარისხის მართვის კუთხით ჩაითვლება უპირატესობად
** გამოცდილება IT პროექტების მართვის კუთხით ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B2).

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** ადამიანების მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშავოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novatech.ge 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე