ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი/სუპერვაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი/სუპერვაიზერი - ბათუმი
მომწოდებელი: ბიდი პლუსი
გამოქვეყნდა: 21 ნოე / ბოლო ვადა: 21 დეკ
შპს "ბიდი პლუსი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sofia /Maylo /Berrak (ტუალეტისა და სამზარეულოს ქაღალდები) და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით).

კომპანია მეშვიდე წელია წარმატებულად თანამშრომლობს თურქეთის და ინდონეზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით.

კომპანია აცხადებს ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერის (სუპერვაიზერის) ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ბათუმი.
სამუშაო საათები: 8:30-18:00 სთ.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (აუცილებელია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანა;

ძირითადი მოვალეობები:

** გეგმების შედგენაში მონაწილეობა/შესრულების მონიტორინგი;
** არსებული ქსელის მართვა/განვითარება;
** ახალ ობიექტებზე მოლაპარაკებების წარმოება;
** კონსიგნაციის კონტროლი/მართვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი სავაჭრო აგენტების მუშაობის მართვა;
** ყოველდღიური მარშრუტების შედგენა/შესრულების კონტროლი;

პიროვნული თვისებები:

** ლიდერული უნარები;
** სხვისი საქმიანობის მართვის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 21 დეკემბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე