მოსამზადებელი კურსები ხაზვასა და ხატვაში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოსამზადებელი კურსები ხაზვასა და ხატვაში
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 21 ნოე / ბოლო ვადა: 25 დეკ
თანდართული ფაილი: 159159-ug-draw-app-form.zip
საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის დეპარტამენტი აბიტურიეტებს, რომლებიც გეგმავენ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სპეციალობაზე სწავლას, გთავაზობთ მოსამზადებელ კურსებს ხაზვასა და ხატვაში.

აბიტურიენტთა რაოდენობა ჯგუფში: არა უმეტეს 9-10 მოსწავლე.
გთავაზობთ მეცადინეობის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს.
კურსის ხანგრძლივობა: 6 თვე, მეცადინეობა კვირაში საგანში 3 საათი.

კურსის ღირებულება:

** ხაზვა - თვეში 55 ლარი;
** ხატვა - თვეში 55 ლარი.

მეცადინეობას უძღვებიან უნივერსიტეტის გამოცდილი პედაგოგები.

კურსზე დარეგისტრირებისთვის შეავსეთ თანდართული აპლიკაციის ფორმა და გადმოაგზავნეთ მისამართზე: mtsereteli@ug.edu.ge | tsereteli_manana@yahoo.com ან მობრძანდით მისამართზე: კოსტავას 77, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, VI სართული, ოთახი 621.

აპლიკაციების მიღების ვადაა 4 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით.
სწავლა დაიწყება 8 იანვარს და გაგრძელდება 29 ივნისამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიაკითხეთ ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლას, მისამართზე: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, VI სართული, ოთახი 621.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე