საწყობის მენეჯერის თანაშემწე - ახალციხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის მენეჯერის თანაშემწე - ახალციხე
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 21 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე ქ. ახალციხეში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა, დასაწყობება და აღრიცხვის (დანაკლისების და მეტობის აღრიცხვა) შედეგების მიწოდება მარაგების დეპარტამენტისთვის;
** მომხმარებლისთვის გამოწერილი ინვოისის საფუძველზე მათზე პროდუქციის გაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ფილიალებიდან და საწყობიდან პროდუქციის გამოწერა ან/და გადაწერა; აღნიშნული პროდუქციის პროგრამა SAP-ERP-ში ასახვა;
** კომპანიის ფუნქციონერებისთვის საჭირო პროდუქციის გაცემა, ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, (სასურველია რუსული/ინგლისური ენების ცოდნა);
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** ლოგიკური აზროვნება;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი.

კომპიუტერული პროგრამებისა და ოპერაციული სისტემების კომპეტენცია:

** Microsoft Office Excel კარგი
** Microsoft Office Word საშუალოდ
** Microsoft Office Outlook საშუალოდ

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ CV მისამართზე: recruitment@tegetamotors.ge მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე