საგარანტიო მომსახურების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგარანტიო მომსახურების ოფიცერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 21 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საგარანტიო მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საგარანტიო პირობების გაუმჯობესების მიზნით, პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან მუდმივად მოლაპარაკების წარმოება.
** კომპანიის მასშტაბით (თბილისის და რეგიონების ფილიალები) შემოსული რეკლამაციების განხილვა და დახარისხება სპეციფიკის მიხედვით.
** საჭიროების შემთხვევაში, პრობლემურ კლიენტებთან შეხვედრა, უკმაყოფილების მიზეზების დადგენა და პრობლემის გადაწყვეტა.
** რეკლამაციებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება - საგარანტიო ფორმები, ინვოისები, ფოტო-ვიდეო მასალა.
** რეკლამაციების შესახებ, ინფორმაციის გაგზავნა პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან.
** წუნდებული საქონლის ფიზიკური და პროგრამული გადაადგილების კონტროლი.
** წუნდებული საქონლის ანაზღაურების რეესტრის წარმოება თვის ჭრილში (თანხობრივი/რაოდენობრივი) და ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის.
** რეკლამაციების განხილვის დასრულების შემდეგ, პროდუქციის მომწოდებელი კომპანიიდან კრედიტ ნოტის მიღება და მიწოდება ბრენდ მენეჯერისთვის, მარაგების მართვის დეპარტამენტისთვის და ბუღალტერიისთვის.
** რეკლამაციების ყოველთვიური სტატისტიკის ანალიზი და რეპორტინგი ბრენდ მენეჯერთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური მიმართულებით (სატრანსპორტო).
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა.
** MS Office - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** MS Excel - ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება.
** საქმიანი ურთიერთობების მართვა და მოლაპარაკება.
** პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და მოგვარება.
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
** დროის ეფექტური მართვის უნარი.
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tegetamotors.ge 2017 წლის 15 დეკემბრამდე.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე