გაყიდვების შემდგომი მომსახურების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების შემდგომი მომსახურების ოფიცერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 21 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისის თანამშრომლების შეფასების სისტემის შემუშავება.
** ბიზნეს პროცესების გაწერა და კონტროლი;
** სერვისისთვის ტრენინგების საჭიროების შემუშავება;
** უბნების დაგეგმვასა და განვითარებაზე ზრუნვა;
** მომსახურების (ხარისხის) სტანდარტების შემუშავება;
** გეგმების შემუშავება;
** სერვის-პარტნიორობის მომსახურების ხელშეკრულებების შემუშავება/კონტოლი.
** კონტროლის მექანიზმებისა და სტანდარტების შემუშავება და მათი მონიტორინგი.
** სახელფასო, სამოტივაციო სისტემების შემუშავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
** MS Office ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** მასალის სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tegetamotors.ge 2017 წლის 15 დეკემბრამდე.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე