საწყობის თანამშრომელი, პრისელერი, ექსპედიტორი, მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის თანამშრომელი, პრისელერი, ექსპედიტორი, მძღოლი
მომწოდებელი: ჯეოსტარი
გამოქვეყნდა: 21 ნოე / ბოლო ვადა: 21 დეკ
სადისტრიბუციო კომპანია - შპს "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. საწყობის თანამშრომელი

კომპანია სამუშაოდ იწვევს 20-დან 35 წლამდე ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე მამაკაცებს.

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის მიღება, დასაწყობება
** ტვირთის დაცლა და დასაწყობება
** შეკვეთების აგროვება
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 20-35 წ.
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი
** სასურველია მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებისადმი ყურადღება
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა
** სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას
** შრომისმოყვარეობა
** სამუშაო დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვასთან
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
** ხელფასი: ფიქსირებული ხელზე ასაღები 400 ლარი.

2. პრისელერი

აუცილებელი მოთხოვნა: ბინის უზრუნველყოფაში ჩადება.

კვალიფიკაცია:

** კარგი კომუნიკაციის, გაყიდვების წარმოების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** მართვის მოწმობა: B კატეგორია;
** კეთილსინდისიერება, საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა, მიზანდასახულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების ეფექტური განხორციელება;
** მოლაპარაკების წარმოება;
** მაღაზიებში პროდუქციის ეფექტური გაყიდვა;
** პოტენციური მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა.

სასურველი მოთხოვნა: საკუთარი ავტომობილის ყოლა.

ანაზღაურება: 800-დან 1,500 ლარამდე.

3. ექსპედიტორი (ე.წ. "დასტავკა")

მოვალეობები:

** ობიექტებში პროდუქციის დარიგება-განაწილება.
** დოკუმენტებთან მუშაობა.

უნარ-ჩვევები:

** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი;
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
** ენერგიული და კომუნიკაბელური.

ანაზრაურება: 400 ლარიდან.

4. მძღოლი

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 26-დან 55 წლამდე
** სქესი: მამრობითი;
** მართვის მოწმობა (C).

უნარ-ჩვევები:

** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი;
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
** ენერგიული და კომუნიკაბელური.

ანაზღაურება: 450 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: office-manager@geostar.ge და აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე