უფროსი მზარეული - თბილისი, წყნეთი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უფროსი მზარეული - თბილისი, წყნეთი, რუსთავი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 20 ნოე / ბოლო ვადა: 20 დეკ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს უფროსი მზარეულის ვაკანტურ პოზიციაზე სუპერმარკეტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წყნეთი, რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტზე წარმოების ხაზის, მზა პროდუქციის დამზადების, განლაგების და სათანადოდ მომსახურების პროცესების მართვა
** მენიუში სეზონურად და თემატურად ცვლილებების შეტანა
** პროდუქციის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის და მზა პროდუქციის დამზადება დამტკიცებული სტანდარტების მიხედვით
** სამზარეულოში და წარმოების ხაზში შრომის, მუშაობის წესების და ნორმების დაცვის (პირადი ჰიგიენა, საწარმოო და შრომის დისციპლინა) დაცვა
** სამზარეულოში და წარმოების ხაზში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი
** ნედლეულის მარაგის მონიტორინგი და შეკვეთების გაკეთება
** აღწერის პროცესის მართვა
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
** მომხმარებელთან ხშირი კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი პროფესიული განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უფროსი მზარეული სუპერმარკეტში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე