ბუღალტერი - ქედა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი - ქედა
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 20 ნოე / ბოლო ვადა: 20 დეკ
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქედაში.

სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** წარმოების ან/და სარესტორნო სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია.
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა: FMG დისტრიბუცია. FMG ინფო საწარმო.
** ACCA პირველი დონე (სასურველია F1, F2, F3).
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა MS Office: Word; Excel.
** საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა.

მოვალეობები:

** შესყიდვების (ფიზიკური და იურიდიული პირებისგან-RS) საბუღალტრო პროგრამაში ასახვა.
** სადისტრიბუციო სალაროდან შემოსული ნაღდი ფულის დადარება RS.ge-ზე.
** შიდა გადაზიდვების გატარება საბუღალტრო პროგრამაში შესაბამის საწყობებზე და ნაშთების კონტროლი.
** დისტრიბუციის სალაროების შემოსავლების დადარება პროგრამაში ასახულ თანხებთან და ბანკში შემოსული თანხების მონიტორინგი.
** უსასყიდლო რეალიზაციების მონიტორინგი და დროული ასახვა საბუღალტრო პროგრამაში.
** FMG-ინფო საწარმოს სადისტრიბუციო პროგრამაში რეალიზაციების გადამოწმება ბაზების გადმოტანის შემდეგ.
** ყველა მომსახურების ხელშეკრულების დარიცხვების ასახვა პროგრამაში და ხელშეკრულებების შენახვა/დაარქივება.
** ინვოისების და რეალიზაციის შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა იურიდიულ პირებზე.
** ინვენტარიზაციების შედეგების ასახვა ბუღალტერიაში.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@ktw.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე