ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: ჯაბა კრედიტი
გამოქვეყნდა: 20 ნოე / ბოლო ვადა: 23 დეკ
შპს "ჯაბა კრედიტი" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ საფინანსო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ფინანსურ ბაზარზე 2010 წლიდან ფუნქციონირებს. "ჯაბა კრედიტი " სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.

შპს "ჯაბა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას სალაროს ოქროს ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე თბილისის ფილიალისათვის, როგორც ღამის ასევე დღის ცვლაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოქროს მიღება/შეფასება;
** ხელშეკრულებების გაფორმება;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** გზავნილების გაგზავნა/განაღდება

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება, სასურველია ეკონომიკური განხრით (საბანკო, საფინანსო, ტექნიკური სპეციალობები);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული/ინგლისური ენების კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;
** გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა.

სასურველი მოთხოვნები:

** ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებლის შემსწავლელი კურსის სერთიფიკატი;
** სალაროს ოპერატორის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** სხარტი და ლოგიკური აზროვნება;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, დატვირთულ რეჟიმში სწრაფად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებს
** ანაზღაურებას მუშაობის შესაბამისად
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (სავალდებულოა დაურთოთ ფოტოსურათი) შემდეგ მისამართზე: HR@jabacredit.ge არაუგვიანეს 2017 წლის 23 დეკემბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე