შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 20 ნოე / ბოლო ვადა: 20 დეკ
"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად, კომპანია ფლობს 104 მაღაზიას თბილისის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ ორ ნაბიჯში.

დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ფუნქციები:

** სარეალიზაციოდ უვარგისი და ვადაგასული პროდუქციის აღწერა;
** პროგრამული და საფასარზე არსებული ფასების შესაბამისობის კონტროლი;
** სააქციო საქონელზე შესაბამისი სააქციო მაჩვენებლის არსებობის კონტროლი და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პერსონალის ინფორმირება, შემდგომი რეაგირებისთვის;
** თითოეული მაღაზიის სრული აღწერის უზრუნველყოფა დადგენილი წესის შესაბამისად;
** პროგრამული და ფაქტობრივი სასაქონლო ნაშთების რაოდენობის შესაბამისობის დადგენა;
** ინვენტარიზაციის ოქმის შედგენა დადგენილი წესის მიხედვით და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში ასახვა;
** ინვენტარიზაციის ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვების სფეროში მსგავს ან იგივე პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად);
** დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** 1C ERP-UP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა (სავალდებულო);

უნარ-შესაძლებლობები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა და სიზუსტე;
** სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** პიროვნული მახასიათებლები
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** დამატებითი მოთხოვნა
** მზაობა ფიზიკური დატვირთვისთვის

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე