დისტრიბუტორი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დისტრიბუტორი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 20 ნოე / ბოლო ვადა: 20 დეკ
თანდართული ფაილი: 159017-amboli-app.zip
"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტომობილის ფარების, ალუმინის დისკებისა და აქსესუარების ბაზარზე ლიდერ კომპანიად. დიდი არჩევანი, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი ფასები და პროდუქტისა და მომსახურების მაღალი ხარისხი ის პრიორიტეტებია, რომელთა გაუმჯობესებაზე კომპანია მუდმივად ზრუნავს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge | www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში, შიდა ქართლსა და აჭარაში.

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია საკუთარი ავტომანქანის ყოლა, რომელიც გამოდგება დისტრიბუციის განსახორციელებლად.

აუცილებელი უნარები:

** მოსმენა, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გადმოცემა;
** შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა, უაღრესად დისციპლინირებულობა;
** სიახლეების ადვილად ათვისება;
** ლოგიკური აზროვნება და მოქმედება;
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღება;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობა;
** გაწონასწორებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** საავტომობილო ზეთების და ავტონაწილების დისტრიბუცია;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთვის ჩვენი პროდუქტების შეთავაზება და მათი დარწმუნება ჩვენთან თანამშრომლობისა და ჩვენი პროდუქტების უპირატესობაში;
** არსებული კლიენტების საუკეთესოდ მომსახურება, მათი შენარჩუნება და ერთგულ კლიენტებად და მეგობრებად ქცევა;
** მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების მუდმივი ზრდის ხელშეწყობისთვის;
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;
** ანაზღაურება: 1000-3000 ლარი;
** დაზღვევა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 20 დეკემბერი, 2017 წ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: distributor@motorstar.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე