მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Shop Service
გამოქვეყნდა: 20 ნოე / ბოლო ვადა: 20 დეკ
კომპანია "Shop Service" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე.

კომპანია Shop Service გახლავთ წამყვანი ინტეგრატორი ბიზნესის ავტომატიზაციის ისეთ სფეროში, როგორებიც არის ვაჭრობა, წარმოება, დასაწყობება და სხვადასხვა სახის სერვისები. Shop Service საქართველოში წარმოადგენს შესაბამისი დარგის ათზე მეტ უმსხვილეს კომპანიას მსოფლიოში და ავრცელებს მათ გამოცდილებას როგორც ბიზნეს, ასევე სახელმწიფო სექტორში. ჩვენ ვემსახურებით ათასზე მეტ მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე პროექტების კონტროლი და ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება.
** ანგარიშის მომზადება
** პრეზენტაციებისა და შეხვედრების ორგანიზება საჭიროების შემთხვევაში.
** გაყიდვების ხარისხის კონტროლი
** სხვადასხვა საბეჭდი პროგრამებიდან პლასტიკური ბარათების და ეტიკეტების ფაილების გამზადება საბეჭდად და ბეჭდვის პროცესის კონტროლი
** უშუალო ხელმძღვანელის, პლასტიკური ბარათების განყოფილების მენეჯერის დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** სასურველია შემდეგი პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო+ დონეზე: Adobe Photoshop, Corel Draw, Adobe Illustrator
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სარეკლამო ან მსგავს ორგანიზაციაში.
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია); რუსული ენის ცოდნა (სასურველია)
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, შედეგზე ორიენტირებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ასაკი 22-30 წელი

საგამოცდო პერიოდი 1 თვე. ანაზღაურება სტაბილურია და განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით PDF ფორმატში გამოგვიგზავნოთ მეილზე: marketing@shopservice.ge და დასახელებაში მიუთითეთ თანამდებობა რაზეც აგზავნით რეზიუმეს.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: ქ. თბილისი, დოდო აბაშიძის ქუჩა #1, ტელ: +995 595 (11-72-99)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე