უძრავი ქონების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უძრავი ქონების ოპერატორი
მომწოდებელი: Makler.ge
გამოქვეყნდა: 18 ნოე / ბოლო ვადა: 18 დეკ
უძრავი ქონების კომპანია "Makler.ge" მოხარულია, შემოგთავაზოთ უძრავი ქონების ოპერატორის პოზიცია.

სამუშაოს მიზანი: უძრავი ქონების ოპერაციებით დაინტერესებულ პირთათვის მაღალკვალიფიციური სერვისის მიწოდების, გაწეული მომსახურებით მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდისა და კომპანიის წარმატებულად ფუნქციონირების ხელშეწყობა.

სამუშაოს ძირითადი მიმართულებები:

** უძრავი ქონებასთან დაკავშირებით, სატელეფონო კომუნიკაციების მართვა;
** უძრავი ქონების საკითხებთან დაკავშირებით, კონსულტაციების გაწევა;
** კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის პერმანენტული მონიტორინგი და ინფორმაციის ანალიზი, მონაცემთა განთავსება, დამუშავება, განახლება და დაზუსტება;
** მენეჯმენტის დახმარება ორგანიზაციულად მნიშვნელოვან საკითხებში.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** MS Office პროგრამების (Microsoft Word, Excel, PowerPoint), ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტის კარგად ცოდნა.

კომპეტენციები:

** სამუშაოს დაგეგმვა და ორგანიზება;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობა;
** მონაცემთა ანალიზი და ლოგიკური მსჯელობა;
** ინტერპერსონალური კომუნიკაცია;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობა;
** დროის მართვა;
** პრეზენტაცია;
** სიახლეების, ცვლილებებისა და განვითარებისათვის მზაობა;
** თვით მენეჯმენტი.

შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

** რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
** გასაუბრება.

კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00/18:00, შაბათი 11:00/16:00.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1.
შრომის ანაზღაურება: ყოველთვიური ფიქსირებული სარგო - 700 ლარი. კომპანიაში მოქმედებს ბონუსური სისტემა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ქართულ ენაზე, სამოტივაციო წერილთან ერთად, ასევე, მოგვმართოთ დამატებითი ინფორმაციისათვის, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@realtor.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge

"Makler.ge" ლიდერი კომპანიაა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანიის მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, სანდო, თანამშრომლობითი, ახალგაზრდა და მეგობრული გუნდი 2004 წლიდან, უკვე 14 წელია, უწყვეტ რეჟიმში, ახორციელებს ყველა იმ ოპერაციას, რაც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, მაქსიმალურად სწრაფად, ხარისხიანად, დაინტერესებულ პირთა ინტერესებისა და, პირველად საქართველოში, ევროპული სტანდარტების სრული დაცვით.

კომპანია "Makler.ge" გთავაზობთ:

** ყველაზე, ყოველთვის და ყველაფრის მიუხედავად, აქტუალურ, თანამედროვე და საინტერესო სამუშაოს;
** მაღალი ფიქსირებული და ამასთან, მზარდი ანაზღაურების შესაძლებლობას;
** პროფესიულ განვითარებას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს, კეთილგანწყობილ, მეგობრულ და ახალგაზრდა გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

გახდი საქართველოში წამყვანი უძრავი ქონების კომპანიის ბიზნეს პარტნიორი!

ჩაერთე 14-წლიან, წარმატებულ საქმიანობაში!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე