შიდა აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შიდა აუდიტორი
მომწოდებელი: რიკო ექსპრესი
გამოქვეყნდა: 17 ნოე / განახლდა: 22 ნოე / ბოლო ვადა: 17 დეკ
"რიკო ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბიზნეს პროცესების აღწერა, ანალიზი და შესაბამისი საბუთების ბაზის შექმნა.
** ფინანსური დოკუმენტების და ბუღალტრული გატარებების ინსპექტირება.
** საკასო ოპერაციების ინსპექტირება.
** ბიზნეს პროცესების აღწერასთან, ანალიზთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია საბანკო-საფინანსო მიმართულებით).
** სასურველია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ზედამხედველი ორგანოს მიერ დადგენილი ნორმატივებისა და ინსტრუქციების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა. სავალდებულოა Excel-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი.
** საწყისი ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები).
** სამუშაო ადგილი: თბილისი.
** 2 თვიანი სტაჟირება დასაქმებამდე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancyaudit@ricocredit.com და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება - "შიდა აუდიტორი".

რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე