აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია
გამოქვეყნდა: 17 ნოე / ბოლო ვადა: 29 დეკ
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

** ადამიანის ანატომია (ანატომია/ჰისტოლოგია/ემბრიოლოგიის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** პათოლოგია (პათოლოგიის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** ფიზიოლოგია (ფიზიოლოგიის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** ფარმაკოლოგია (ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** იმუნოლოგია (მიკრობიოლოგია/იმუნოლოგიის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** შინაგანი სნეულებანი (შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** ფსიქიატრია (ფსიქიატრიის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** ენდოკრინოლოგია (შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** გადაუდებელი მედიცინა და ტოქსიკოლოგია (შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** ნეიროქირურგია (ქირურგიის დეპარტამენტი) - პროფესორი (1 ადგილი)
** ზოგადი ქირურგია (ქირურგიის დეპარტამენტი) -ასისტენტი (1 ადგილი)
** ტრავმატოლოგია (ქირურგიის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** ქცევითი და სოციალური მეცნიერებები (ქცევითი და სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** სამედიცინო ეთიკა და სამართლებრივი დისციპლინები (ქცევითი და სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
** პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
** ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
** ავტობიოგრაფია (CV)
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედანი და ასლი;

პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
** მოტივაცია თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდზე);
** ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
** დისციპლინის სწავლების კონცეფცია;
** სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს "აკადემიის" მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
** გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;

კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:

** ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
** მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
** აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
** სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
** სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
** ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
** სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს "აკადემიის" მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
** გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.

კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:

** ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
** მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
** აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
** სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
** სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
** ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
** სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

** დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 2 პროფესორის/ასოცირებული პროფესორისგან.

აკადემიურ თანამდებობებზე მიღების წესს და პირობებს დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საიტზე.

საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 18 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით 10-დან 16 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული. ტელ: 291 24 84; ელ.ფოსტა hr@tma.edu.ge

ვებ-გვერდი http://www.tma.edu.ge

კონკურსი ჩატარდება 2017 წლის 29 დეკემბერს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე