გარე გაყიდვების აგენტი - ზუგდიდი, ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი - ზუგდიდი, ფოთი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 17 ნოე / ბოლო ვადა: 17 დეკ
შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე, ქალაქ ზუგდიდსა და ფოთში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მომსახურების (ოპტიკური ინტერნეტი, ციფრული ტელევიზია და ტელეფონია) შეთავაზება და გაყიდვა:
** პირდაპირი გაყიდვები (შეთავაზება ადგილზე - ბინებსა და საცხოვრებელ სახლებში);
** სატელეფონო გაყიდვები;
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა პროდუქტების და მომსახურების პირობებზე, ვადებზე, ტარიფებზე და სხვა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ქართული ენის თავისუფლად ფლობა;
** მოლაპარაკების წარმოების და გაყიდვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე