მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ედრესი
გამოქვეყნდა: 17 ნოე / ბოლო ვადა: 17 დეკ
კომპანია "ედრესი" - "პრომოდის" და "ეტამის" ჯგუფის ფრანჩაიზერი - აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე.

შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის გამართული საქმიანობის უზრუნველყოფა კომპანიის ღირებულებებისა და ბრენდის კონცეფციის შესაბამისად
** სამუშაო გუნდის ფორმირება, თანამშრომელთა ინტეგრირებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
** კომპანიაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად მომსახურების ხარისხის კონტროლი
** მაღაზიის მუშაობის შესახებ ბრენდ მენეჯერისთვის ანგარიშის მომზადება

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის ბიზნესში ანალოგიურ პოზიციაზე
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy@adress.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე