პროფესიული პროგრამა - Certified Financial Manager
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროფესიული პროგრამა - Certified Financial Manager
მომწოდებელი: თავისუფალი უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 17 ნოე / ბოლო ვადა: 17 დეკ
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ESM აცხადებს მსმენელთა მიღებას პროფესიულ პროგრამაზე "Certified Financial Manager". სწავლა იწყება 2018 წლის 22 იანვარს.

CFM პროგრამა მოიცავს ბიზნეს-ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის ყველა ასპექტს და განკუთვნილია, როგორც ფინანსების სფეროში მომუშავე პირებისთვის (ბუღალტრებისთვის, ფინანსური მენეჯერებისთვის, ფინანსური ანალიტიკოსებისთვის, საკრედიტო ექსპერტებისთვის), ასევე, სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ კვალიფიკაცია ფინანსების მართვის სფეროში.

CFM პროგრამის მიზანია მსმენელისთვის ფუნდამენტური ცოდნის მიცემა აღრიცხვასა და ფინანსების მართვაში, რაც მას ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლაში ან/და დასაქმებაში ფინანსების მიმართულებით.

საგნები:

** შესავალი მოდული (დამწყებთათვის)
** ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება
** ხარჯთაღრიცხვა
** ბიუჯეტირება
** ფინანსური ანალიზი
** ფინანსების მართვა
** გადასახადები
** ფინანსური მოდელირება ექსელის გამოყენებით.

CFM პროგრამის გავლა შესაძლებელია შესავალი მოდულით ან მის გარეშე. დამწყებთათვის რეკომენდირებულია პროგრამის გავლა შესავალი მოდულით, ხოლო მათ, ვისაც უკვე აქვს გამოცდილება ფინანსების სფეროში, შეუძლიათ გაიარონ მხოლოდ ძირითადი საგნები.

პროგრამის ფარგლებში მსმენელები მოამზადებენ შემაჯამებელ პროექტს.

მოთხოვნები სერტიფიკატის მისაღებად:

** თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება
** შემაჯამებელი პროექტის მომზადება, წარდგენა და დაცვა.

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიკატს - CFM (Certified Financial Manager).

პროგრამის ხანგრძლივობა: აკადემიური კალენდარი შედგება 18 კვირისგან. ლექციები ტარდება კვირაში ოთხჯერ. დეტალურ ცხრილს მსმენელები მიიღებენ პროგრამის დაწყების წინ.

ლექციის ხანგრძლივობა:

** სამი სამუშაო დღე: 19:00-21:45
** შაბათი: 10:00-16:00.

პროგრამის ღირებულება:

** CFM პროგრამის სრული ღირებულება: 3200 ლარი.
** CFM პროგრამა შესავალი მოდულის გარეშე: 3050 ლარი.
** სწავლის საფასურის ნახევარი უნდა დაიფაროს სწავლის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი - სწავლის დაწყებიდან ცხრა კვირის განმავლობაში. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: http://freeuni.edu.ge/CFM

მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საკონტაქტო პირი: თეა ხინჩაგაშვილი
ტელ: 579 494848
ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
ვებ-გვერდი: www.freeuni.edu.ge
Facebook: https://www.facebook.com/FreeUniProf.Programs
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე