სახანძრო-სამაშველო აგენტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სახანძრო-სამაშველო აგენტი - ქუთაისი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 17 ნოე / ბოლო ვადა: 17 დეკ
თანდართული ფაილი: 158808-uag-app-form.zip
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს ვაკანსიას სახანძრო-სამაშველო აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლის განრიგი.
სამუშაო ადგილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

ფუნქციები:

** სახანძრო-სამაშველო საქმიანობის საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების, ასევე აეროდრომის სახელმძღვანელოს დებულებების შესაბამისად განხორციელება;
** საავარიო შემთხვევების დროს საავარიაო სამაშველო სამუშაოების ჩატარება (მგზავრთა და ეკიპაჟის გადარჩენა, ევაკუაცია);
** პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
** ხანძრის ქრობა საჰაერო ხომალდებზე, აეროპორტის ობიექტებზე და შენობა-ნაგებობებზე;
** საჰაერო ხომალდის დაფრენისა და აფრენის პერიოდში მზადყოფნა;
** მიმაგრებული სპეც. აღჭურვილობის და მოწყობილობების წესების დაცვით ექსპლუატაცია და მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** გაუმართაობების აღმოჩენის შემთხვევაში, მისი ოპერატიული აღმოფხვრა და შესაბამისი მოხსენების მომზადება ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
** ცვლის უფროსთან, ოპერირების სამსახურთან და სანავიგაციო კოშკთან მუდმივი კავშირი, როგორც მობილური ტელეფონით ასევე მობილური და სტაციონალური რადიოსადგურების მეშვეობით;
** სახანძრო-სამაშველო პროცესისათვის საჭირო სახარჯი მასალებისა და ნაწილების საჭირო ოდენობითა და კომპლექტაციით არსებობის უზრუნველყოფა;
** სახანძრო-სამაშველო პროცესში ტექნოლოგიური პროცესის, შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული (შექმნილი, მიღებული, გაგზავნილი, გადამუშავებული და სხვა) ფიზიკური თუ ელექტრონული დოკუმენტების მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენახვა;
** მიღებულ კორესპონდენციაზე და კომპანიის ხელმძღვანელობის დავალებებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** მოსამზადებელი დოკუმენტების შეთანხმება კანონმდებლობით, კომპანიის აქტებით ან ხელმძღვანელის დავალებით განსაზღვრულ საჭირო სუბიექტებთან;
** სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამის სამსახურებიდან პროცესის შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** მოქმედ კანონმდებლობაში და სტანდარტებში ცვლილებებისა და სიახლეების რეგულარული მონიტორინგი და მათი სამუშაო პროცესში დანერგვა;
** სამუშაო პროცესების განზოგადება, ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის;
** კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება;
** საქმიანობის სფეროში არსებული ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და დანერგვა;
** გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული სახით ანდა კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** სახანძრო-სამაშველო სფეროში სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B, C კატეგორია).

უნარ-ჩვევები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი და ყაირათიანი გადანაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** თანამშრომელთათვის გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების და მათი მართვის უნარი.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:

კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა:

** MS Word
** MS Excel
** MS PowerPoint
** MS Outlook.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის.: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე