საინფორმაციო ცენტრის აგენტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საინფორმაციო ცენტრის აგენტი - ქუთაისი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 17 ნოე / ბოლო ვადა: 17 დეკ
თანდართული ფაილი: 158807-uag-app-form.zip
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ცენტრის აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლის განრიგი.
სამუშაო ადგილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

ფუნქციები:

** საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების, ავიაკომპანიების შესაბამისი პროცედურების და ასევე მგზავრთა მომსახურების სახელმძღვანელოს დებულებების შესაბამისად მგზავრთათვის და დაინტერესებულ პირთათვის სრული ინფორმაციის მიწოდება რეისების შესახებ, როგორც პირადად ასევე ტელეფონით;
** განსახორციელებელი და განხორციელებული ფრენების შესახებ რეგულაციების და სტანდარტების მიხედვით სხვადასხვა სახის განცხადებების გაკეთება;
** ფრენების ინფორმაციის სისტემის მუშაობის კონტროლი და მათი შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, ავიაბილეთების რეალიზაცია, ნაღდი ანგარიშსწორებისას შემოსავლის ორდერების შევსება, შესაბამისი აღრიცხვის წარმოება და ყველა დოკუმენტის ფინანსური სამსახურისთვის გადაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში, ზენორმატიული ბარგის გადასახადის გადახდის პროცესის კონტროლი და აღრიცხვა, ნაღდი ანგარიშსწორებისას შემოსავლის ორდერების შევსება და ყველა დოკუმენტის საინფორმაციო ცენტრის მენეჯერისათვის გადაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებისათვის თანხის აღება, შემოსული თანხის აღრიცხვა და ყველა დოკუმენტის საინფორმაციო ცენტრის მენეჯერისათვის გადაცემა;
** საეჭვო საგნების აღმოჩენისას, საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ერთეულისათვის ინფორმაციის დაუყოვნებელი მიწოდება;
** საგანგებო სიტუაციების დროს, შესაბამის სამსახურებთან დაკავშირება მგზავრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
** პროცედურების მიხედვით რეისის დაგვიანების ან გადადების შემთხვევაში, თითოეული მგზავრის დახმარება (ვაუჩერების გაცემა, სასტუმროში გადაყვანის ორგანიზება)
** მიმაგრებული ტექნიკის და მოწყობილობების წესების დაცვით ექსპლუატაცია და მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** გაუმართაობის ან კრიზისული სიტუაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი ოპერატიული აღმოფხვრა და შესაბამისი მოხსენების მომზადება ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
** საინფორმაციო ცენტრის მენეჯერთან და ფრენების კოორდინაციის და მიწისზედა მომსახურების სამსახურის მუდმივი კავშირი როგორც მობილური ტელეფონით ასევე სტაციონარული და მობილური რადიოსადგურების მეშვეობით;
** საჭიროების შემთხვევაში სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** საინფორმაციო ცენტრის მუშაობისათვის საჭირო სახარჯი მასალებისა და ნაწილების საჭირო ოდენობითა და კომპლექტაციით არსებობის უზრუნველყოფა;
** საინფორმაციო ცენტრის მუშაობის პროცესში ტექნოლოგიური პროცესის, შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული (შექმნილი, მიღებული, გაგზავნილი, გადამუშავებული და სხვა) ფიზიკური თუ ელექტრონული დოკუმენტების მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენახვა;
** მიღებულ კორესპონდენციაზე და კომპანიის ხელმძღვანელობის დავალებებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** მოსამზადებელი დოკუმენტების შეთანხმება კანონმდებლობით, კომპანიის აქტებით ან ხელმძღვანელის დავალებით განსაზღვრულ საჭირო სუბიექტებთან;
** სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამის სამსახურებიდან პროცესის შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** მოქმედ კანონმდებლობაში და სტანდარტებში ცვლილებებისა და სიახლეების რეგულარული მონიტორინგი და მათი სამუშაო პროცესში დანერგვა;
** სამუშაო პროცესების განზოგადება, ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის;
** კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება;
** საქმიანობის სფეროში არსებული ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და დანერგვა;
** გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული სახით ანდა კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** მგზავრთა მომსახურების სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი და ყაირათიანი გადანაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** თანამშრომელთათვის, გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების და მათი მართვის უნარი.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:

კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა:

** MS Word
** MS Excel
** MS PowerPoint
** MS Outlook.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის.: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე