ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: უკვე
გამოქვეყნდა: 16 ნოე / ბოლო ვადა: 16 დეკ
თანდართული ფაილი: 158749-ukve-app.zip
ენერგიული, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული - თუ ეს სიტყვები შენს ხასიათს და პროფესიულ მიდგომებს შეესაბამება, მაშინ შენ სწორ ადგილას მოხვდი - შენ "უკვეს" გუნდს სჭირდები.

"უკვე" ეძებს მოტივირებულ ადმინისტრატორს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და ექნება საშუალება, რომ გამოავლინოს და გააუმჯობესოს საკუთარი პროფესიულ უნარ-ჩვევები. 


სამუშაო საათები 11:15 სთ-00:30სთ

ძირითადი მოვალეობები: 


** კომპანიაში დანერგილ პროგრამებთან მუშაობა: CMS, POS.
** სალარო აპარატთან მუშაობა.
** ონლაინ, სატელეფონო და Eat In შეკვეთების მიღება - გაშვება (გაშვების წინ პროდუქტის შემოწმება).
** მიღებული შეკვეთების მიწოდება მზარეულისთვის.
** მარაგების შემოწმება Front-ზე და მაცივარში.
** დანაკლისის შევსება (სუშის და ცხელი კერძების ყუთები, სოის ყუთები, ჩხირები, დანების ჩანგლებისა და ხელსახოცების შემოწმება).
** კურიერების კოორდინირება (მათი სისტემაში შეკვეთაზე მონიშვნა და ასევე ზეპირი კოორდინირება მისამართზე).
** კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი შენიშვნების მართვა.
** კლიენტების მომსახურება, გაწერილი სტანდარტების მიხედვით.
** კლიენტებისთვის მენიუდან სხვა პროდუქტების შეთავაზება
** საჭიროების შემთხვევაში, ევალება ობიექტის გახსნა-დახურვა.
** საჭიროების შემთხვევაში, გაუწიოს მეთვალყურეობა ფილიალში არსებული 
სისუფთავის ნორმებს 


პასუხისმგებლობები: 


** შეკვეთების მიღება და მათი დელეგირება
** მარაგების შემოწმება
** მომხმარებლის სათანადოდ მომსახურება
** სისუფთავის ნორმების დაცვა
** კომპანიის შინაგანაწესის დაცვა 


კომპეტენციები და ძირითადი მოთხოვნები:

** 1 წლიანი გამოცდილება კვების ინდუსტრიაში
** ტექნოლოგიებთან ურთიერთობის უნარი
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა
** მრავალი სამუშაოს ერთდროულად შესრულების უნარი
** მომხმარებელთან ურთიერთობის უნარები
** თავაზიანი და მეგობრული
** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაციის უნარ-ჩვევები მოტივირებული 


ჩვენი კომპანიის გარემოში, თანაბრად ფასდება როგორც პროფესიული გამოცდილება, ასევე კანდიდატის მიერ გამოვლენილი მოტივაცია სწავლისთვის და ახალი უნარ-ჩვევების ასათვისებლად. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად რანგისა, ასახავს კომპანიის ღირებულებებს თავისი მუშაობის თუ კლიენტთან ურთიერთობის ეთიკით.

აპლიკაციის დასაწყებად გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე, "უკვეს" სააპლიკაციო ფორმა და წინა სამსახურის სუპერვაიზერის დახასიათება (მაქსიმუმი 500 სიტყვა) ელექტრონული ფოსტით, მისამართზე info@ukve.ge ან პირადად, ჩვენს რესტორნებში:

თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 52 თბილისი
ეგნატე ნინოშვილის 8

ჩვენ ველით თქვენთან შეხვედრას!

პატივისცემით,
"უკვეს" გუნდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე