მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: უკვე
გამოქვეყნდა: 16 ნოე / ბოლო ვადა: 16 დეკ
თანდართული ფაილი: 158748-ukve-app.zip
ენერგიული, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული - თუ ეს სიტყვები შენს ხასიათს და პროფესიულ მიდგომებს შეესაბამება, მაშინ შენ სწორ ადგილას მოხვდი - შენ "უკვეს" გუნდს სჭირდები.

"უკვე" ეძებს ორ მოტივირებულ მზარეულს სუშის და ცხელი კერძების სამზარეულოსთვის, რომლებიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილები გახდებიან და ექნებათ საშუალება, რომ გამოავლინონ და გააუმჯობესონ საკუთარი პროფესიულ უნარ-ჩვევები. 


ძირითადი მოვალეობები: მზარეულები პასუხისმგებლები არიან ყველა აქტივობაზე, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი მიმართულებით მიღებულ შეკვეთაზე

სამუშაო საათები: 10:00სთ - 00:00სთ 


** უნდა მიჰყვეს შეფ მზარეულისა და სუ შეფის მითითებებს
** მაღალი ხარისხის და გემოს მქონე საკვების მომზადება
** კერძების აწონვა და მასის კონტროლი 


პასუხისმგებლობები: 


** სისუფთავის ნორმების შენარჩუნება
** დანადგარების სისუფთავის შენარჩუნება
** კომპანიის შინაგანაწესის დაცვა კომპეტენციები და

ძირითადი მოთხოვნები: 


** 6-12 თვიანი გამოცდილება კვების ინდუსტრიაში
** გამოცდილება სუშის მომზადებაში (მხოლოდ სუშის მზარეულისთვის)
** კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლიანი
** მოტივირებული 


ჩვენი კომპანიის გარემოში, თანაბრად ფასდება როგორც პროფესიული გამოცდილება, ასევე კანდიდატის მიერ გამოვლენილი მოტივაცია სწავლისთვის და ახალი უნარ-ჩვევების ასათვისებლად. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად რანგისა, ასახავს კომპანიის ღირებულებებს თავისი მუშაობის თუ კლიენტთან ურთიერთობის ეთიკით.

აპლიკაციის დასაწყებად გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე, "უკვეს" სააპლიკაციო ფორმა და წინა სამსახურის სუპერვაიზერის დახასიათება (მაქსიმუმი 500 სიტყვა) ელექტრონული ფოსტით, მისამართზე info@ukve.ge ან პირადად, ჩვენს რესტორნებში:

თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 52 თბილისი
ეგნატე ნინოშვილის 8

ჩვენ ველით თქვენთან შეხვედრას!

პატივისცემით,
"უკვეს" გუნდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე